The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იასონ ჭავჭავაძე

იასონ ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:1804
გარდაცვ. თარიღი:18 ივნისი, 1857  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქაშუეთის ეკლესია, თბილისი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი.

სამხედრო სამსახური დაიწყო 1819 წელს პოდპრაპორშჩიკად შირვანის, შემდეგ პასკევიჩის ქვეითთა პოლკში; 1822 წელს მონაწილეობდა სამხედრო ლაშქრობაში ჭარ-ბელაქანში; 1823 წლიდან მსახურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში; მონაწილეობდა რუსეთ-ირანის ომში (1826-1828); განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1826 წლის 13 სექტემბერს ელიზავეტპოლთან (ახლანდელი განჯა, აზერბაიჯანი) ბრძოლაში, სადაც ხიშტით დაჭრეს ფეხში. 1828-1829წწ. რუსეთ-ოსმლეთის ომის დროს მონაწილეობდა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის, არზრუმის და ოსმალეთის სხვა ციხესიმაგრეთა აღებაში, შემდეგ კვლავ მონაწილეობდა ბრძოლებში კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგ; 1849 წელს დაინიშნა პრინც ვიურტემბერგის დრაგუნთა პოლკის მეთაურად; 1853-1856წწ. ყირიმის ომის დროს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე, ბებუთოვის ალექსანდროპოლის რაზმის შემადგენლობაში; თავი ისახელა 1853 წლის 19 ნოემბერს ბაშკადიკლარისა და 1854 წლის 24 ივლისს ქურუქ-დარის ბრძოლებში, სადაც მძიმედ დაიჭრა; 1856 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურიდან გადადგა. თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1852). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.378; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.202


გააზიარე: