შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ჭავჭავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. სამხედრო სამსახური დაიწყო 1846 წელს ქართულ მილიციაში, რომელიც იცავდა კახეთს შამილის რაზმების თავდასხმებისაგან. 1850 წელს პირველი ოფიცრის ჩინი მიანიჭეს; 1853-1856წწ. ყირიმის ომში მონაწილეობდა; იბრძოდა კავკასიის ფრონტზე; თავი გამოიჩინა ბაშკადიკლარისა და ჩოლოქის ბრძოლებში; 1859 წელს დაღესტნის დამორჩილების შემდეგ, დანიშნეს დარგუს ოლქის მმართველად; 1865 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება და ჯერ დაღესტნის ოლქის უფროსად, შემგეგ კი განჯის სამხედრო გუბერნატორად გაამწესეს. რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) დასაწყისში მოქმედ არმიაში იყო, მაგრამ შემდეგ დაღესტანსა და ჩეჩნეთში აჯანყებამ იფეთქა და იგი კავკასიის მთიანეთში მიავლინეს. მოლაპარაკებებისა და სამხედრო მეთოდების გამოყენებით მოახერხა აჯანყების ჩაქრობა; 1880 წელს დანიშნეს დაღესტნის სამხედრო გუბერნატორად. 1881 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება; 1892 წელს დანიშნეს გენერალ-ადიუტანტად; 1896 წელს მიანიჭეს კავალერიის გენერლის წოდება. თავადი, რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.379 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |