შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თედო შუშიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაზალეთი, დუშეთის რაიონი. დუშეთის მაზრის გლეხობაში 1905-1907 წლებში რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა და რევოლუციურ გამოსვლებს ხელმძღვანელობდა. 1906 წელს დააპატიმრეს და ციმბირში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, საიდანაც დაბრუნდა 1907 წლის თებერვლის რევოლუციის შემდგომ. 1918 წელს დუშეთის მაზრის გლეხთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, აჯნყების შემდეგ აირჩიეს დუშეთის სამაზრო აღმასკომის თავმჯდომარედ. მან შექმნა სამხედრო-რევოლუციური შტაბი, რომელმაც ურთიერთობა დაამყარა თერგის საბჭოთა რესპუბლიკასთან. მენშევიკების მიერ აჯანყების ჩახშობის შემდეგ შუშიაშვილი თავის რაზმთან ერთად გადავიდა ვლადიკავკაზში, სადაც აქტიური მონაწილეობა მიიღო თეთრგვარდიელებისაგან ვლადიკავკაზის დაცვაში. აქ მოწინააღმდეგესთან ერთ-ერთი შეტაკებისას გმირულად დაიღუპა. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.60 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |