შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვანო ხოჯაბეგოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. მხატვარმა ბ. ფოგელმა ნ. სკიფოსოვსკის კერძო სამხატვრო სკოლაში ჩარიცხა 1910 წელს. ხატვა ბავშვობიდან დაიწყო. ფედოსეევის (ახლანდელი ვ. სარაჯიშვილის) ქუჩაზე გახსნა საწვრილმანო დუქანი; როცა კი მოიცლიდა ხატავდა მუშტრებს, თბილისელ მოქალაქეებს; 1916 წელს მონაწილეობდა "დიდების ტაძარში" (ახლანდელი სამხატვრო გალერეა) მოწყობილ მხატვართა გამოფენაში, შემდეგ - "სომეხ მხატვართა კავშირის" გამოფენაზე ჯერ თბილისში, შემდეგ კონსტანტინოპოლში და სხვა; მისი მხატვრობა ისეთივე ორიგინალური და დამოუკიდებელია, როგორც ძველი თბილისის ყოფა; შექმნა ძველი თბილისის ყოფის ამსახველი სერიები: ყოჩების ჭიდილი, ყეენობა, ყარაჩოხელთა ქეიფი, კრივი, ქართული ჭიდაობა და სხვა; მისი ნახატების მდიდარი კოლექცია დაცულია თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ სახელმწიფო მუზეუმსა და საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. წარმოშობით სომეხი თბილისელი მხატვარი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.996; ვანგოგენი: vangogen.blogspot.com; მხატვარი ვანო ხოჯაბეგოვი : XIX სუკ. დასასრ. და XX საუკ. დასაწყ. თვითნასწავლი მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ / თეიმურაზ ბერიძე. - თბ.,1969. - 84გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |