Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რუსუდან ხუნწარია![]()
Biographyდაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1973 წელს (პროფ. ს. ნეიგაუზის კლასი); 1975 წელს კონსერვატორიის ასპირანტურა (ხელმძღვანელი პროფესორი ი. ზაკი). 1969 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია; მისი შესრულებისათის დამახასიათებელია მაღალი პროფესიული კულტურა, ვირტუოზული ტექნიკა; რეპერტუარში აქვს ქართველი (ო. თაქთაქიშვილის, ა. მაჭავარიანის და სხვა) და საზღვარგარეთელ კომპოზიტორთა (ფ. შოპენის, ვ. ა. მოცარტის, ფ. ლისტის, კ. დებიუსის, ა. სკრიაბინის და სხვა) ნაწარმოებები; ფირმა "მელოდიაში" ჩაწერილი აქვს 8 ფირფიტა (გ. ფ. ჰენდელის, ფ. შოპენის, ფ. ლისტის, ა. სკრიაბინის, ა. მოსოლოვის ნაწარმოებები); ბოლო წლებში აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში; მან პირველმა შექმნა საქართველოში უპატრონო, მიტოვებული ცხოველების თავშესაფარი და საქველმოქმედო ფონდი "არგუსი". წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.997 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |