შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ კიკნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული. დაამთავრა ლენინგრადის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტთან არსებული სამიმოსვლო გზების ინჟინერთა კურსები 1932 წელს. 1938 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსად. მისი მონაწილეობით ჩატარდა შრომის მოწინავე მეთოდების, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის, მნიშვნელოვანი უბნების ელექტროფიკაციისა და სამგზავრო მეურნეობის განვითარების სამუშაოები. განსაკუთრებულად სრულად გამოვლინდა მისი ორგანიზატორული უნარი დიდი სამამულო ომის დროს. 1941 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის ფრონტის რწმუნებულად, 1942 წელს კი დაამტკიცეს ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო საბჭოს წევრად. სსრკ ტრანსპორტის მშენებლობის სამინისტროს სატრანსპორტო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობის დროს (1954-1970) უნარიანად ხელმძღვანელობდა ქვეყნის ახალ რკინიგზებზე ტვირთის გადაზიდვის ორგანიზაციას. ტრანსპორტის ინჟინერი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 513; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 30 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |