შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინე ჯალაღანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1969 წწ. იყო აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი; 1969 წლიდან - აკად. ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1978-2003 წწ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის სწავლული მდივანი; 2003 წლიდან უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, შემდგომ სახელმწიფო სტიპენდიანტი. შესწავლილი აქვს თბილისში მოჭრილი არაბული და მონღოლური დირჰემები, აგრეთვე თბილისში აღმოჩენილი XII-XIII სს. ქართული და აღმოსავლური მონეტების განძები; არის ოცდაათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, აქედან 5 მონოგრაფიაა, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე. მის კვლევის სფეროში ძირითადად მოქცეულია V-XIV სს. საქართველოში მოჭრილი და სინქრონულად საქართველოს სამონეტო ცირკულაციაში ჩართული აღმოსავლური მონეტები. ნუმიზმატი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1982). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1002; ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.183-184 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |