The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ ღაღანიძე

მერაბ ღაღანიძე
Date of birth:12 January, 1961  (63 years)
Category:Theologian, Literary scholar, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ფილოლოგიისა და ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი.

მინიჭებული აქვს საგანგებო დიპლომი სულიერი თეოლოგიის სპეციალობით.

სწავლობდა თბილისის 47-ე საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1977 წელს. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, 1982 წელს, გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასპირანტი. სადისერტაციო ნაშრომი, რომელიც 1988 წელს დაიცვა, ეძღვნებოდა დავით გურამიშვილის პოეზიას.

სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა: თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტში (1984), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1985-1994), თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1985-1994), დომინიკელთა ორდენის ქრისტიანული კულტურის ცენტრში პრაჰაში (1994-1997), კარლოსის უნივერსიტეტში პრაჰაში (1997-2001), თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში (2002-2004), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2003-2004), ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრში თბილისში (2003-2006), შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში თბილისში (2004-2006), წმიდა თომა აკვინელის პაპის უნივერსიტეტში რომში (2005-2008), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისში (2006-2011), თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში (2011-2021),  საქართველოს უნივერსიტეტში თბილისში (2021-). 

ეკუთვნის 12 წიგნი და 200-ზე მეტი პუბლიკაცია ლიტერატურის, კულტურისა და რელიგიის საკითხებზე. მისი რედაქციით გამოდის ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრისა და ქართული წიგნის მხარდაჭერის ფონდის "მემკვიდრეობის" გამოცემები, ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული "წახნაგი". არის სხვადასხვა საბჭოს, კომისიისა და სარედაქციო კოლეგიის წევრი.

Bibliography


Share: