The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ ქიქოძე

თინათინ ქიქოძე
ოფიციალური სახელი:თინათინ ქიქოძე-მიქელაძე
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1916
გარდაცვ. თარიღი:1997  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1937 წელს. 

1936 წლიდან მუშაობდა განათლების სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო ტერმინოლოგიის კომიტეტში. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ენისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. 1947 წლიდან დაიწყო მთარგმნელობითი მუშაობა. თარგმნიდა ფრანგულ მხატვრულ ლიტერატურას. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირ-საფრანგეთის მეგობრობის საზოგადოების საქართველოს განყოფილების მუშაობაში. 1967 წელს იმოგზაურა საფრანგეთში საზოგადოების მიერ წარგზავნილ სპეციალიზირებული ტურისტული ჯგუფის შემადგენლობაში. პირველი თარგმანი (ონორე დე ბალზაკის "ეჟენი გრანდე") გამოაქვეყნა 1948 წელს. თარგმნა ონორე დე ბალზაკის, სტენდალის, ალექსანდრ დიუმას, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის, ალბერ კამიუს, ანდრე მორუას, მორის დრიუონის და სხვა  ფრანგ მწერალთა თხზულებანი.

წყარო : ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.538; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.556

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთაკავშირ-საფრანგეთის მეგობრობის საზოგადოება, წევრი (1965-)
  • სსრკ მწერალთა კავშირი, წევრი (1965-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: