შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სტეფანე ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაღდადი. 1923 წელს გადავიდა თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ დრამატულ ფაკულტეტზე, რომელიც 1925 წელს დაამთავრა. 1925-1959წწ. მუშაობდა თბილისის რუსთაველის სახ. თეატრში მსახიობად; როლები: კიკვიძე (ვ. დარასელის "კიკვიძე"), კარლ მოორი (ფ. შილერის "ყაჩაღები"), მირზა (ს. შანშიაშვილის "ანზორი"), ბარათაშვილი (ნ. შიუკაშვილის "სულელი"), შაჰი (დ. ერისთავის "სამშობლო"), შტუბე (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ალისტრახო ("შემოდგომის აზნაურები" დ. კლდიაშვილის მიხედვით), დიეგო (გ. მდივნის "ალკაზარი"), თედო (ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), ზაზა ს. მთვარიძის "შლეგი"), სიმონი (ა. მაშაშვილის "განგაში") და სხვა. 1926 წლიდან იღებენ კინოში; 1930 - მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში, საესტრადი ნომრებს ხშირად თვითონ წერდა. არის მისი ერთ-ერთი ფუძემდებელი; ს. ჯაფარიძე ქართული თეატრისა და განსაკუთრებით ესტრადის პოპულარული მსახიობი იყო. მისი არტისტიზმი განსაკუთრებულ გამოვლენას პოულობდა სახასიეთო როლებში; წარმატებით გამოდიოდა აგრეთვე გმირულ-რომანტიულ სპექტაკლებში, რაშიც დიდად უწყობდა ხელს ფართო დიაპაზონის ხმა და ტემპერამენტი. ხელოვანმა დიდი ამაგი დასდო ქართულ ესტრადას, ქართულ საესტრადო სალაპარაკო ჟანრს. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1006; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.70-71 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |