The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ თეთრუაშვილი

ვასილ თეთრუაშვილი
Date of birth:8 April, 1872
Date of death:7 May, 1915  (at 43 years)
Burial location:ხოლმის გუბერნიის სოფელ ტომაშევოს(უკრაინა) სამხედრო სასაფლაო.
Category:Nobleman, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: თბილისის გუბერნია.

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი (1891), პავლე I სახელობის სასწავლებელი I თანრიგით (1893), ნიკოლოზის გენერალური შტაბის აკადემია II თანრიგით (1901).

მსახურობდა 155-ე ყუბანის ქვეით პოლკში, მე-16 გრენადერთა პოლკში; 1907–1909 წლებში მიავლინეს ერევნის დროებითი გენერალ-გუბერნატორის განკარგულებაში, სადაც ასრულებდა სამოქალაქო კანცელარიის მმართველისა და ერევნის გუბერნიის დაცვის ჯარების შტაბის უფროსის მოვალეობას; პირველი მსოფლიო (1914–1918) ომის დაწყებისთანავე 1914–1915 წლებში დროებით ასრულებდა დაღესტნის 82-ე ქვეითი პოლკის უფროსის მოვალეობას, მონაწილეობდა ავსტრიელთა და გერმანელთა წინააღმდეგ ბრძოლებში; 1915 წელს დაინიშნა ლორეს 208-ე ქვეითი პოლკის მეთაურად. დაიღუპა ბრძოლის ველზე. დაკრძალულია ხოლმის გუბერნიის სოფ. ტომაშევოში (უკრაინა), სამხედრო სასაფლაოზე. დაჯილდოებულია ოქროს იარაღით, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1915).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018. -გვ.16

Awards and Honors

  • 1916 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1916 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1916 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1916 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1911 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

Share: