შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან თორთლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქ. იჟევსკის (რუსეთი) სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1971 წელს. 1976–1978 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვში საკავშირო მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1974–1989 წლებში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა უდმურტეთის რესპუბლიკაში. 1989 წლიდან მუშაობდა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტში რძისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლოგიის კათედრაზე, 2002 წლიდან იყო ამავე კათედრის გამგე. 2006 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კერძო ზოოტექნიკის დეპარტამენტის უფროსი. მან შეისწავლა საქართველოში შემოყვანილი მსოფლიოში განთქმული ძროხის მაღალპროდუქტიული ჯიშების აკლიმატიზაციის საკითხები, ძროხის რძისა და ხორცის წარმოების ტექნოლოგია და სხვ. 2006 წლიდან ლევან თორთლაძე არის სომხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და 3 სახელმძღვანელოს ავტორია. აქვს 2 პატენტი გამოგონებაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2004), ზოოტექნიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.93 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |