The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დოსითეოს ჩერქეზიშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

XVIII საუკუნის II ნახევრის ქართველი მწერალი. ანტონ I კათალიკოსის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი. დაახლოებით 1758-1789 წლებში ნეკრესის ეპისკოპოსი ყოფილა და იწოდებოდა ნეკრესელად. ერთხანს ერეკლე II-ის მიერ გახსნილ თელავის საღვთისმეტყველო სკოლაში სწავლობდა, აქვე დაუწყია ლიტერატურული მოღვაწეობაც. წვლილი მიუძღვის ქართულ-სომხური ლიტერატურის ურთიერთობათა განმტკიცებაში. ფილიპე ყაითმაზაშვილთან ერთად სომხურიდან თარგმნიდა ფილოსოფიური ხასიათის თხზულებებს. ქართველი ფილოლოგის, ისტორიკოსის და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილის ცნობით, მას სომხურიდან გადმოუღია აპოკრიფებიც, მათ შორის "სიყრმე უფლისა". ცნობილი იყო როგორც ნიჭიერი და მჭერმეტყველი მქადაგებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.103


გააზიარე: