The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის თურქია

ბორის თურქია
დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1937
გარდაცვ. თარიღი:19 ნოემბერი, 2007  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს.

1961 წლიდან მუშაობდა თბილისის საშენ მასალათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, თბილისის ჰიდროენერგეტიკის ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ხელმძღვანელობდა გვირაბების ლაბორატორიას. 1994 წლიდან იყო საშენ მასალათა კვლევით ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების კათედრის პროფესორი. მისი სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობა დაკავშირებული იყო ახალი ტიპის რკინა-ბეტონის კონსტრუქციების შექმნასა და მათ დამუშავებასთან, გვირაბების გაყვანის ორგანიზებასთან. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია, 4 სახელმძღვანელო, მიღებული აქვს პატენტები გამოგონებებზე. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1997), ინჟინერ-მშენებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.131

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1996-)

გააზიარე: