შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჰასან თხილაიშვილი![]()
ბიოგრაფიაეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე. აქტიურად იბრძოდა აჭარის საქართველოსთან შეერთებისა და იქიდან ოსმალო დამპყრობთა განდევნისათვის. ამ მიზნით მოსახლეობაში ეწეოდა ფართო ახსნა-განმარტებით მუშაობას. 1918 წელს ქართველ პატრიოტებთან ერთად ჩაშალა ოსმალთა ცდა რეფერენდუმის ჩატარებისა, რისთვისაც იგი დააპატიმრეს. საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ იყო ჩაქვის თემის მილიციის კომისარი, ქობულეთის სამაზრო მილიციის უფროსი, ქობულეთის მაზრის აღმასკომის თავავმჯდომარე, სამაზრო სასამართლოს და აჭარის ცაკ-ის წევრი. წერდა ლექსებს, რომელთა თემაა სამხრეთ საქართველოს ბრძოლების ისტორია, მესხეთის წარსული. დიდი მუშაობა გასწია ქობულეთის რაიონში ქართული სკოლების გახსნისთვის. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.148; m.facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |