The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეოდორე თაფლაისძე

დაბადების თარიღი:8??
გარდაცვ. თარიღი:9??
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

თეოდორე თაფლაისძემ X საუკუნის დასაწყისში ააშენა სოფელ ერედვის წმინდა გიორგის ტაძარი. სამხრეთ ფასადის მრგვალ სვეტზე მოთავსებული სამშენებლო წარწერის ბოლოს ნათქვამია: "მე თეოდორე თაფლაისძემან დავდე საძირკველი, წელნი იყუნეს ხფი…" ე. ი. 906 წელს. თეოდორე თაფლაისძის მიერ აგებული ეკლესია წარმოადგენს სამეკლესიიან ბაზილიკას. ეკლესიამ დღემდე ძირითადად თავდაპირველი სახით მოაღწია. შენობის მთლიანი კომპოზიცია, განსაკუთრებით შიდა სივრცის მხატვრული გადაწყვეტა, რომელშიც ძველი ხუროთმოძღვრების თემა ახლებურად არის გააზრებული, დამახასიათებელია იმ გარდამავალი საფეხურებისათვის, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს ფეოდალური ხანის ქართული ხუროთმოძღვრების მეორე აყვავების პერიოდს. ხუროთმოძღვარი.

წყარო: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.41


გააზიარე: