შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თვალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მთათუშეთში. მისი ძალისხმევით მაღაროსკარში გაიხსნა პირველი საავადმყოფო. 1934–1940 წლებში მუშაობდა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ნორმალური ანატომიის კათედრაზე და ვ. ბეხტერევის სახელობის ტვინის ინსტიტუტში. 1941–1944 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი ექიმი, 1947 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრას. 1938 წელს მიწვეული იყო ექიმად ყინულმჭრელზე "იოსებ სტალინი"(გაზეთ "კომუნისტის" საკუთარი კორესპონდენტიც იყო). გიორგი თვალაძეს ეკუთვნის ქართულ ენაზე გამოქვეყნებული პირველი ადამიანის ანატომიური ატლასი, რომელის 1959 წელს გამოიცა. საფუძველი ჩაუყარა ადამიანის ანატომიის პროგრამირებულ სწავლებას. არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.56; georgianencyclopedia.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |