The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბონდო თოდუა

დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი (სსმი) 1964 წელს.

იყო დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში (ქ. ოჩამჩირე, "აბნილოსი"), ბოტანიკის კათედრის გამგე (სსმი); 2005 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის დირექტორის მოადგილე სასწავლო და სამეცნიერო დარგში და ბიოლოგიის კათედრის გამგე. გამოყვანილი და გამორჩეული აქვს ტყისა და დეკორაციულ მცენარეთა 4440-მდე ახალი ფორმა, რომლებიც გაშენებულია ვ. გულისაშვილის სახელობის თბილისის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის აფხაზეთის სამეცნიერო-საკვლევ სატყეო სადგურის ტერიტორიაზე (ქ. ოჩამჩირე "აბნილოსი"), მათგან უმრავლესობა გადარჩენილია. თოდუას სამეცნიერო კვლევის სფეროა ციტოლოგია, კერძოდ კარიოლოგია (ქრომოსომების კომპლექტის, ანუ კარიოტიპების შესწავლა). შეისწავლა 550-მდე მერქნიან მცენარეთა სახეობებისა და ფორმების კარიოტიპები. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1996), ბოტანიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.78


გააზიარე: