შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან ქუჩუკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1938 წელს. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1934 წელს. ეკუთვნის პიესები: "ზამთრის ზღაპარი" (დაიდგა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში 1945, წიგნად გამოიცა 1947, 1953), "კონკია" (დაიდგა იქვე 1965, წიგნად გამოიცა 1973), "გოგო ხოხესია" (დაიდგა იქვე, 1978; მესხეთის სახელმწიფო თეატრში 1974). ეკუთვნის საყმაწვილო კრებულები: "ჩვენი ეზოს ბავშვები"(1953), "ბიჭები"(1959), "თბილი პური"(1963, 1970, 1977), პიესა "წიფლია" (1960), აგრეთვე მოთხრობების კრებულები: "ყვავილები მდინარეზე" (1962), "მოთხრობები" (1964) და სხვა. საბავშვო მწერალი, შიო მღვიმელის ქალიშვილი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.578 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |