შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მახარბეკ თუღანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დურ-დური, ჩრდილოეთ ოსეთი. დაამთავრა ვლადიკავკაზის რეალური სასწავლებელი 1898 წელს. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, ხოლო 1907 წლიდან მიუნხენის ა. აჟბეს სტუდიაში. 1930 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში (ცხინვალი). იყო თბილისში დაფუძნებული ოსური გაზეთ "ნოგ ცარდი"("ახალი ცხოვრება") ერთ-ერთი დამაარსებელი და აქვე გამოუშვა მისი პირველი ნომრები. 1943–1952 წლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი და სამეცნიერო საბჭოს წევრი. მხატვრულად გააფორმა ნართული ეპოსი, თქმულება ამირანზე, ოსური ხალხური ზღაპრები და ა. შ. 1900 წელს შექმნა ილუსტრაცია ("ტარიელის და ჯიქის შერკინება"), რომელიც შესულია "ვეფხისტყაოსნის" ადაპტირებულ რუსულ გამოცემაში (სანქტ-პეტერბურგი; 1901) მასვე ეკუთვნის კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილის პორტრეტი (1937). მახარბეკ თუღანოვის პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში (1935, 1956, 1962). იგი ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას ოსეთისა და კავკასიის ხალხის ეთნოგრაფიის, ფოლკლორის, ნართული ეპოსის, ხალხური შემოქმედების ისტორიის და სხვადასხვა დარგში. 1947 წელს დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში თვალსაჩინო დამსახურებისთვის. დაბადების წელი: 1880 ან 1878). გარდაიცვალა ქ. ორჯონიკიძეში (ახლანდელი ვლადიკავკაზი). ჩრდილოეთ ოსეთის სახალხო მხატვარი (1946). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.136 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |