შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ კიკნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზარანი, ზესტაფონის რაიონი. რევოლუციულ მოძრაობაში ჩაება 900-იან წლებში. 1905 წლის დეკემბრის შეიარაღებული აჯანყების დღეებში იყო ხარაგაულში შეიარაღებული ბრძოლის ერთ-ერთი მეთაური. მუშაობდა ვლადიკავკაზის და გროზნოს ბოლშევიკურ ორგანიზაციებში. ნ. ბუაჩიძესთან ერთად ხელმძღვაელობდა რსდმპ თერგ-დაღესტნის კომიტეტს. ამავე პერიოდში გაემგზავრა ჟენევაში, სადაც გაიცნო ვ. ი. ლენინი, რომელთანაც შემდგომში "სტეპკოს" ფსევდონიმით ჰქონდა მიმოწერა. ის რუსულად თარგმიდა და უგზავნიდა ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს. ლენინის დავალებით ნ. კიკნაძე თანამშრომლობდა მემარცხენე სოციალისტთა გაზეთებში. 1918 წლიდან საქართველოში დაბრუნდა და განაგრძო არალეგალური მუშაობა ბოლშევიკურ ორგანიზაციებში: თანამშრომლობდა ბოლშევიკურ გაზეთებში "ვოლნასა" და "კომუნისტში". მონაწილეობდა მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლებში. საჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორი, გამომცემლობა "სახელგამის" დირექტორი, სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დირექტორის მოადგილე. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 514 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |