The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ კიკნაძე

რამაზ კიკნაძე
დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1937
გარდაცვ. თარიღი:7 იანვარი, 1975  (37 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1961 წელს.

1962 წლიდან 12 წლის განმავლობაში იყო სსი "თბილქალაქპროექტში" IV არქიტექტურულ სახელოსნოში. 1972 წლიდან სსი "საქქალაქმშენსახპროექტის" მე-2 არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად დაიწყო მუშაობა. ამასთან ერთად, იგი იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის და პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს რესპუბლიკის "სახმშენის" და თბილისის მთავარი არქიტექტორის საბჭოების წევრი, სავაჭრო პალატის მთავარი არქიტექტორი. ასწავლიდა არქიტექტურულ გეგმარებას პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. მისი მრავალი ნამუშევარი აღინიშნა რესპუბლიკურ თუ საკავშირო კონკურსებსა და დათვალიერებებზე. მისივე პროექტებით განხორციელდა საქართველოს საგამოფენო პავილიონები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გამოფენებზე. ნამუშევრები: თბილისში- ქორწინების სახლი (1964 წელს შ. ყავლაშვილთან ერთად, მოქანდაკე ი. და გ. ოჩიაურები); მეტროპოლიტენის სადგურ "ოქტომბრის" ზედა პავილიონი და ქვედა ბაქანი (1966, არქიტექტორ თ. თევზაძესთან ერთად); რესტორანი "მარაბდა"(1971, არქიტექტორ თ. მიქაშავიძესთან და ვ. ქურთიშვილთან ერთად); ლენინური კომკავშირის სახელობის საწყლოსნო სპორტული კომპლექსი (1978, არქიტექტორ გ. აბულაძესთან და შ. ყავლაშვილთან ერთად); 9 ძმა ხერხეულიძის მემორიალი (1976, შ. ყავლაშვილთან ერთად, მოქანდაკე ლ. ქველაძე) და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 514

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - საქართველოს კომკავშირის პრემია

გააზიარე: