The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა ჩოლოყაშვილი

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:16??
დაკრძალვის ადგილი:იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი, ერედვის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი, სამხედრო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია

კახეთის 1659 წლის სახალხო აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. XVII საუკუნის 30-იან წლებში კახეთის სამეფოს სახლთუხუცესი, შემდეგ სუფრაჯი. ქართლის მეფე როსტომსა და კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს შორის გამართულ ბრძოლაში თეიმურაზ მეფის მხარეს იყო. 1648 წელს მისი დავალებით ბიძინამ ერწო დალაშქრა, რათა თიანეთი მეფისთვის დაემორჩილებინა. კახეთის აჯანყების შემდეგ 1659 წელს შაჰმა შალვა და ელიზბარ ერისთავებთან ერთად ჩოლოყაშვილი ირანში გაიწვია და გამაჰმადიანება მოსთხოვა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. მაშინ შაჰმა იგი გადასცა იმ თურქმენებს, რომელთა მეტომეებიც კახეთის აჯანყების დროს გაწყვიტეს. იგი წამებით მოკლეს. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე - 1 ოქტომბერი, 18 სექტემბერი (ძველი სტილით).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.147


გააზიარე: