The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია კლიმიაშვილი

ზაქარია კლიმიაშვილი
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1881
გარდაცვ. თარიღი:20 აგვისტო, 1934  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი რუისი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1910 წელს.

სამუშაოდ გააგზავნეს ლენქორანში (აზერბაიჯანი). 1914 წელს დაბრუნდა თბილისში და იგზავნება თელავში, სადაც გაერთიანდა გიმნაზია და სასულიერო სასწავლებელი, რომლის დირექტორად იგი დაინიშნა. 1921 წელს ბრუნდება თელავიდან და მუშაობას იწყებს მიწათმოქმედების სამინისტროში, რომელიც ქუთაისში გადაიტანეს, სადაც იგი რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა. იმავე წელს ბრუნდება თბილისში განათლების სახალხო კომისარიატში და მოღვაწეობს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში. 1924 წელს დააპატიმრეს და მოხვდა სიკვდილმისჯილთა სიაში. მას დაეხმარა მ. ორახელაშვილის მეუღლის რეკომენდაცია, რომელთანაც იგი მუშაობდა. იმავე წელს სამუშაოდ დაბრუნდა განათლების სახალხო კომისარიატში, პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა ლათინურ ენაში. მოღვაწეობდა აგრეთვე ჟურნალ "სახალხო სკოლისაკენ". შეადგინა სკოლის რამდენიმე სახელმძღვანელო გეოგრაფიაში, მათ შორის "საქართველოს გეოგრაფიაში". მასში კომპლექსურადაა მოცემული როგორც ფიზიკური, ისე ეკონომიკური გეოგრაფია. თავდაპირველად იგი შრომითი სკოლის VI ჯგუფის სახელმძღვანელო იყო, რომელიც დამტკიცებულია მეთოდორგანოს მიერ, 1934 წელს იგი VII კლასის სახელმძღვანელოს წარმოადგენდა. წიგნს ახლავს რამდენიმე რუკა, მათ შორის, ამიერკავკასიის, ფართოდ არის ილუსტრირებული სურათებით, გრაფიკებით, ცხრილებით. 1937 წელს ამოღებულ იქნა ეკონომიკური ნაწილი და სომხეთ-აზერბაიჯანი. სახელმძღვანელო გამოვიდა "საქართველოს ფიზიკური გეოგრაფიის" სახით. ამ სახელმძღვანელოთი თითქმის 20 წელი ისწავლებოდა გეოგრაფია საქართველოს სკოლებში, და იგი მე-16 გამოცემით დასრულდა. გარდა ამისა, შედგენილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის და კაპიტალისტურის ქვეყნების გეოგრაფია.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 559; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.156; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 89

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: