The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ჯაფარიძე

დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1927
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 1999  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1953 წელს (ვოკალური).

1951-1952წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სოლისტი (ბარიტონი), 1952-1954წწ. ამავე სტუდიის რეჟისორის თანაშემწე, 1963-1965წწ. დირექტორის მოადგილე; 1956-1965წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1954 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის პედაგოგი, 1971 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კათედრის გამგე, 1970 წლიდნა დოცენტი, 1980 წლიდან პროფესორი; მოწაფეები: ო. კუზნეცოვა, ი. შუშანია, თ. ზაალიშვილი, ლ. ჭყონია, თ. ლაფერაშვილი, თ. გურგენიძე, ც. ტატიშვილი, ზ. სოტკილავა, მ. ქასრაშვილი; ქართული რეპერტუარი, თბილისის ოპერის სცენაზე: შიოლა (ა. ბუკია "არსენა"), ინდაური (ი. გოკიელი "წითელქუდა"); ქართული რეპერტუარი საოპერო სტუდიის სცენაზე: მურმანი (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), აგრეთვე კანტატა ტ. ბაქრაძე "მიყვარს მამული" (1960, პირველი შესრულება); სხვა რეპერტუარი: ფიგარო (როსინი "სევილიელი დალაქი"), ალეკო(რახმანინოვი "ალეკო"), ონეგინი (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"); დადგმები საოპერო სტუდიის სცენაზე (მთლიანი სპექტაკლი და მონტაჟი): ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა", მ. ბალანჩივაძე "დარეჯან-ცბიერი", ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები", "არსენა", გრ. კილაძე "ლადო კეცხოველი", როსინი "სევილიელი დალაქი", მოცარტი "ფიგაროს ქორწინება"(1989), ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო", მასნე "ვერთერი", ბიზე "მარგალიტის მაძიებლები"(1980), გუნო "ფაუსტი", პუჩინი "ჩიო-ჩიო-სანი", "ბოჰემა", ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "იოლანტა", "პიკის ქალი", "მაზეპა", რახმანინოვი "ალეკო", დარგომიჟსკი "ალი", რუბინშტეინი "დემონი", რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე", გერშვინი "პორგი და ბესი", ძერჟინსკი "წყნარი დონი". 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 597; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.236

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში, ახალგაზრდა მუსიკოსთა აღზრდაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: