შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე ჯახუტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(ვოკალური). 1985-1992წწ. იყო თბილისის საოპერო სტუდიის სოლისტი(სოპრანო); 1986-1995წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1989 წელს გაიარა სტაჟირება ქ. ვაიმარის(გერმანია) ლისტის სახელობის აკადემიაში(ვოკალი); 1989-1992წწ. სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრში, პედაგოგი პ. ლისიციანი(ვოკალი); 1993 წლიდან ქ. ბათუმის საოპერო თეატრის წამყვანი სოლისტი; 1997 წლიდან ბათუმის კონსერვატორიის სოლო სიმღერისა და საოპერო სიმღერის პედაგოგი და კათედრის გამგე; 1998 წლიდან ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის კონსერვატორიის პედაგოგი(ვოკალი); 2001 წლიდან ბათუმის ა. ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის პედაგოგი(ვოკალი), დირექტორი, 2010 წლიდან სრული პროფესორი; 2001 წლიდან აჭარის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი; ქართული რეპერტუარი: მარო, ეთერი(ზ. ფალიაშვილი, 1984 თბილისის საოპერო სტუდია, 1994, ბათუმში პრემიერა), ლელა(1994, ლაღიძე "ლელა", ბათუმი), ქეთო(ჯ. და ვ. კახიძეები "ბარბალე"); სხვა რეპერტუარი: ტოსკა(პუჩინი "ტოსკა"), აიდა, ვიოლეტა, დეზდემონა, ამელია(ვერდი "აიდა", "ტრავიატა", "ოტელო", "ბალ-მასკარადი"), ტატიანა(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"), ვერდი "რეკვიემი"; გასტროლები: თბილისი, ავსტრია, გერმანია, თურქეთი, იტალია, შვეიცარია. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 598 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |