შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიდიმ ჭეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის მე-2 შრომის სკოლა 1927 წელს; 1928 წელს ჩაირიცხა კ. მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით არსებულ ქუთაის-ბათუმის თეატრში მოწაფე-თანამშრომლად; 1937 წელს დაამთავრა კ. მარჯანიშვილის თეატრთან არსებული თეატრალური სტუდია; 1938 წელს - პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი; 1954 წელს - ლენინგრადის ა. ოსტროვსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის საორგანიზაციო ფაკულტეტი. 1929 წელს ქუთაისის რკინიგზის კლუბში დადგა პირველი სპექტაკლი ია ეკალაძის "N 21 ჯვრით"; 1931-1935წწ. მუშაობდა ჩხარის საკოლმეურნეო თეატრისა და ზესტაფონის საქალაქო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად; ჩამოაყალიბა "სასოფლო აგიტმხატვრული ბრიგადა". ამ პერიოდში დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", პ. სამსონაძის "სალტე", და ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"; 1938-1942წწ. იყო ახალციხის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1942-1946წწ. წითელი არმიის რიგებშია ოფიცრად; 1946-1949წწ. მუშაობდა გორის თეატრში რეჟისორად: 1949-1952წწ. თერჯოლის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად; 1952-1969წწ. ქუთაისის თეატრის დირექტორად; 1969-1971წწ. ქუთაისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის სასწავლო ნაწილის გამგედ; 1971-1985წწ. იყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების ქუთაისის ფილიალის პრეზიდიუმის თავმჯდომარე. შესრულებული აქვს როლები: ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), პატარა კახი (ა. წერეთლის "პატარა კახი"), გეგეჭკორი (შ. დადიანის "გეგეჭკორი"), დარისპანი (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), ნადირა (გ. ერისთავის "გაყრა") და სხვა.; სხვადასხვა თეატრებში დადგა შემდეგი სპექტაკლები: ა. ყაზბეგის "არსენა", ბ. ლავრენიოვის "რღვევა", ა. სუმბათაშვილის "ღალატი", ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი", ა. ოსტროვსკის "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება", ა. ისაკოვსკის "იავნანა", ნ. შიუკაშვილის "სულელი", დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი", "ირინეს ბედნიერება", "დარისპანის გასაჭირი", ა. ოსტროვსკის "დაგვიანებული სიყვარული" და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.14 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |