შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ გეგია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობითი ფაკულტეტი 1971 წელს. 1971–1972 წწ. იყო მუსკომედიის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე, 1973–1977 წწ. - რუსთავის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე. 1978–1981 წწ. გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" ხელოვნების განყოფილების გამგე, 1981–1983 წწ. - საქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს მუზეუმის დირექტორის მოადგილე, 1983–1986 წწ. ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" მთავარი რედაქტორის მოადგილე. 1986–1992 წწ. - გამომცემლობა "ქართული თეატრის" დირექტორი. თბილისის თეატრალური ინსტიტუტის, შემდგომში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ლექტორი 1973 წლიდან. 2002 წლიდან ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი და მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი დრამის თეორიაში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია და მონოგრაფია ქართული და უცხოური თეატრალური კულტურის შესახებ. არის 8 დადგმული პიესის ავტორი: "ახალგაზრდა გვარდიის სახელით" (კინომსახიობთა თეატრი, 1976), "სიცრუენი" (რუსთაველის თეატრი, 1978), "მარადიული კომედია" (რუსთავის თეატრი, 1987), "მოვედ სიყვარულისთვის" (რუსთაველის თეატრი, 1989), "საკუთარი თავის ბაბუა"(სატირისა და კომედიის თეატრი, 2001), "და იქმნა თამაში" (შიშველი თეატრი, 2007), "გურუ მასწავლებელი" (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, 2010), "მელპომენას მსახური" (მარჯანიშვილის თეატრი, 2015). თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული კლასიკური დრამა და თანამედროვე თეატრი"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზეცნობადი თეატრალურ ხელოვნებაში". ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |