The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იუზა აბესაძე

იუზა აბესაძე
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1931  (93 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1955 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენში", სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენში", ასევე თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენში" - სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; ხელმძღვანელობს შპს "მშენებელ-6"; მონაწილეობდა სამრეწველო, სამოქალაქო თუ კომუნალური დანიშნულების არაერთი ობიექტის მშენებლობაში. მათ შორისაა ქარხანა "თბილხელსაწყოს" საწარმოო კორპუსები, კინოთეატრი (სამგორის რაიონში), 36 საცხოვრებელი სახლი (ვაკეში, საბურთალოს, დიღმის, თემქის, გლდანის დასახლებებში), დიდ დიამეტრიანი წყალსადენები და გაზსადენები, წყლის სამარაგო რეზერვუარები, წყლის გამწმენდი სათავე ნაგებობები (დედაქალაქის სხვადასხვა უბანში).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.30


გააზიარე: