შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზენონ იყალთოელი![]()
ბიოგრაფიაზენონ იყალთოელი, ერთ-ერთი ასურელი მამა, რომელიც VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდა ანტიოქიიდან საქართველოში თავის მასწავლებელ იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა თავდაპირველად ზედაზნის, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში. დასაფლავებულია იქვე. ზენონ იყალთოელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთში ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებას. მისი ცხოვრების ამსახველი თხზულება შემონახული არ არის. ზენონ იყალთოელი იხსენიება იოანე ზედაზნელის ცხოვრებაში. შერაცხულია წმინდანად და მოიხსენიება 7(20) მაისს ასურელ მამათა შორის. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.357
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |