The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილი ზუევი

დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1754
გარდაცვ. თარიღი:7 იანვარი, 1794  (40 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, მკვლევარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი, რუსეთი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. სწავლობდა ლეიდენსა და სტრასბურგში.

რუსეთში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობა მიიღო ციმბირის ექსპედიციაში. 1781 წელს აკადემიის დავალებით მოაწყო ექსპედიცია შავიზღვისპირეთის შეუსწავლელი ადგილების გამოსაკვლევად. 1787 წელს პეტერბურგში გამოიცა მისი წიგნი "1781 და 1782 წწ. სანქტ-პეტერბურგიდან ხერსონამდე მოგზაურობის ჩანაწერები", რომლის ერთი ნაწილი მთლიანად საქართველოს ეხება. ავტორი ბევრ საინტერესო ცნობას გვაწვდის დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის, განსაკუთრებით სამეგრელოს შესახებ. იგი აღწერს ფლორას და ფაუნას, მეგრელების ეთნიკურ ტიპს, ყოფას, წეს-ჩვეულებებს, მეურნეობას. საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ტყვის სყიდვის შესახებ. რუსი მეცნიერი ბუნებისმეტყველი, მოგზაური.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.400

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია , აკადემიკოსი (1787-)

გააზიარე: