The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იგორ ზლობინი

იგორ ზლობინი
დაბადების თარიღი:11 აპრილი, 1914
გარდაცვ. თარიღი:27 მაისი, 1977  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მილეროვო, როსტოვის ოლქი, რუსეთი.

დაამთავრა თეატრალური სტუდია დონის როსტოვში 1931 წელს.

იმავე წლიდან დაიწყო სასცენო მოღვაწეობა მილეროვოში. 1932 წელს მუშაობდა გროზნოს, 1933 წელს–არმავირის, 1934 წელს–სტალინგრადისა და 1935–1947 წლებში ყაზანის თეატრებში. 1948 წლიდან იგორ ზლობინი თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. გამოირჩეოდა ფართო შემოქმედებითი დიაპაზონით. სახასიათო კომედიურ როლებთან ერთად წარმატებით ასრულებდა დრამატულ როლებსაც როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ პიესებში. მის მიერ განსახიერებულ როლებს შორისაა: ტრეპლიოვი (ა. ჩეხოვის "თოლია"), კარანდიშევი, ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის "უმზითვო", "უდანაშაულო დამნაშავენი"), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), მოხუცი (მ. ფერმოს "კარებს აჯახუნებენ"), მოლჩანინი (ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), ევგენი(ნ. დუმბაძის "მარადისობის კანონი"), სუსლოვი (მ. გორკის "მოაგარაკენი'), კარლო ფიგურელო (მაროტა და რანდონე "ქვრივების ნუგეშისმცემელი"), ვიშნევსკი (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), მთხრობელი (გ. ბათიაშვილის "გზა") და სხვ. იგორ ზლობინი ავტორია პიესების, ინსცენირებებისა და ლიბრეტოების, რომლებიც წარმატებით იდგმებოდა ქვეყნის სხვადასხვა თეატრში. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.372

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1970 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: