შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეონიდ ვარპახოვსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. სწავლობდა მოსკოვის დიდ თეატრთან არსებულ საბალეტო სკოლაში. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურისა და ხელოვნების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (1931) მუშაობდა მოსკოვის მუშა-ახალგაზრდობის თეატრში რეჟისორის ასისტენტად და მხატვრად, ამავე დროს იყო კრიტიკოსი. ვ. მეიერჰოლდის თეატრში 1934–31935წწ. დადგა ა. დიუმას "ქალი კამელიებით"; პარალელურად სწავლობდა ვახტანგოვის სახელობის თეატრის სტუდიაში; 1937–1953წწ. მუშაობდა რეჟისორად ალმა-ათისა და მაგადანის თეატრებში, სადაც დადგა ვ. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია", კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური" და "სასტუმროს დიასახლისი", ა. სოფრონოვის "მოსკოვური ხასიათი", ა. ოსტროვსკის "შმაგი ფული", ა. ჩეხოვის "თოლია" და სხვ.; 1945–1955წწ. იყო თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის რეჟისორი (ა. ჩეხოვის "თოლია", მ. ბულგაკოვის "ტურბინთა დღეები"); მოღვაწეობდა აგრეთვე კინოსტუდია "ქართულ ფილმში". 1956 წელს დაბრუნდა მოსკოვში; 1960 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური სტუდიის «Ленинские горы» რეჟისორი; 1962 წლიდან მოსკოვის მცირე თეატრის რეჟისორი; 1970 წლიდან ვახტანგოვის თეატრის რეჟისორი. დადგმული აქვს მუსიკალური სპექტაკლები და ოპერეტები. 1995 წელს მონრეალში (კანადა) გაიხსნა ლეონიდ ვარპახოვსკის სახელობის თეატრი. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.33; georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |