Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ ავალიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1965 წელს. მუშაობა დაიწყო მშენებლობის ოსტატად, კონსტრუქტორ-დამპროექტებლად, ინჟინერ-ტექზედამხედველად, ტექნიკუმის სპეცსაგნების მასწავლებლად, თერჯოლის მთავარ არქიტექტორად; 1970 წლიდან პარტიულ და სამეურნეო სამუშაოაზეა; იყო სახალხო დეპუტატთა ქუთაისისა და ტყიბულის საქალაქო საბჭოების აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგე, პარტიის ქუთაისის ავტოქარხნის რაიკომის, წყალტუბოსა და ტყიბულის საქალაქო კომიტეტების პირველი მდივანი; 1983-1986წწ. სწავლობდა ქ. მოსკოვში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში; არის ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი; სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობისას ხელმძღვანელობდა ქუთაისის ქარხანა "ავანგარდის", წყალტუბოს საკოლმეურნეობათშორისი 500-ადგილიანი სანატორიუმის, ვარციხჰესების კასკადი II-ს, ტყიბულის სამედიცინო-სანიტარული კომპლექსის, პროფტექნიკური სასწავლებლის მშენებლობას; არჩეული იყო სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების რამდენიმე მოწვევის დეპუტატად; 2010 წელს დააფუძნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სახალხო-პატრიოტული მოძრაობა" და მისი ხელმძღვანელია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.39-40
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |