The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ერვანდ მაილიანი

დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1919  (105 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პირველი სამუსიკო სასწავლებელი 1940 წელს, იმავე წლიდან იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ჩასაბერ საკრავთა განყოფილების სტუდენტი.

1942-1945 წლებში იმყოფებოდა მეორე მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო კონსერვატორიაში. 1948-1952 წლებში სწავლობდა ლენინგრადის ნ. რიმსკი-კორსაკოვის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1952-1984 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის სოლისტი(ფაგოტი). მუშაობდა ოპერის ფაგოტისტთა ჯგუფში. 1950 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელში.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.9

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: