The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაფიელ პაპოვიანი

რაფიელ პაპოვიანი
დაბადების თარიღი:1918
გარდაცვ. თარიღი:1981  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის საინჟინრო ფაკულტეტი 1942 წელს.

იმავე წელს დაიწყო მსახიობად მუშაობა თბილისის ს. შაუმიანის სახელობის სომხურ თეატრში; პარალელურად მათემატიკას და ხაზვას ასწავლიდა თბილისის სკოლებში; 30 წელი ემსახურა სომხურ თეატრს და 200-ზე მეტი როლი შეასრულა. მათ შორის აღსანიშნავია: ერეკლე (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ონისე (ა. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა"), ბეჟანა (ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს"), გეგა (მ. მრევლიშვილის "ზვავი"), დათიკო (ი. ჭავჭავაძის "გლახის გაამბობი"), ალექსეი (მ. ბარათაშვილის "სართულები"), კაკული, ზიმზიმოვი, მოზი, ოსეპა, ისაი (გ. სუნდუკიანის "პეპო", "დაქცეული ოჯახი", "ხათაბალა"), ვოოკანი, მიქაელი, სეირანი (ა. შირვანზადეს "ავი სული", "ქაოსი", "ნამუსი"), აკოფა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), სამველი, სტეფანე შაუმიანი (ბ. სეირანიანის "სამველი, "ბალადა შაუმიანზე"), ოლეგ კოშევოი (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია"), კოჩკარიოვი (ნ. გოგოლის "ქორწინება"), ფერნანდო (მ. ლერმონტოვის "ესპანელები"), პეტრუჩიო, კასიო (უ. შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება", "ოტელო"), გოარდი (ჯ. გოუს და ა. დიუსის "ღრმა ფესვები") და სხვ.; იყო მხატვრული კითხვის ოსტატი, ხშირად გამოდიოდა ესტრადაზე და კითხულობდა, როგორც სომხურ, ისე ქართულ ენაზე.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ. 41;

          http://www.kino-teatr.ru/teatr/acter/m/sov/294168/foto/

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - სომხეთის დამსახურებული არტისტი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: