შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ ამყოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს, მოგვიანებით - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა. მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის საპროექტო და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტებში მეცნიერ-თანამშრომლად, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დოცენტად (1977 წლიდან), 1991 წლიდან საერო ინსტიტუტ "გაენათში" კათედრის გამგედ და ფაკულტეტის დეკანად; 1992-1997წწ. პრორექტორად სასწავლო დარგში; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია; მონაწილეობდა არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის, მათ შორის - ვიეტნამის ჩაის ფაბრიკის დაპროექტებაში, ენგურის თაღოვანი კაშხლის სამუშაოთა მეცნიერულ კვლევაში; არის ტექნიკის მეცნიერებატა კანდიდატი, 25-მდე სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომის ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.47
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |