შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირიან ჭანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი. მუშად მუშაობდა ბათუმის თავართქილაძის სტამბაში. ბათუმშივე ეზიარა რევოლუციურ საქმიანობას და დაუახლოვდა სცენისმოყვარეთა წრეებს; 1896 წელს ზესტაფონში, მარგანეცის წარმოებაში დაიწყო მუშაობა და აქაც სცენისმოყვარეთა წრის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ხდება; 1899 წელს ჭიათურაში გადადის სამუშაოდ და ადგილობრივი სცენისმოყვარეთა წრის აქტიური წევრი ხდება; ამავე წრეში განაგრძობს რევოლუციურ მუშაობას, რისთვისაც 1903 წელს დააპატიმრეს და სამი წლით გადაასახლეს; 1906 წელს გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, ჭიათურაში დაიწყო მოღვაწეობა; 1899-1923წწ. ჭიათურის დრამატული დასის ყველა სეზონის აქტიური მონაწილე იყო. იყო ჭიათურაში მუდმივი დრამატული დასიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი (1906). დიდი წვლილი მიუძღვის ჭიათურის თეატრის ისტორიაში. 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლების დავალებით, ჭიათურაში ხელახლა ჩამოაყალიბა მუდმივი დრამატული დასი და მის კომისრად დაინიშნა და ორი წლის განმავლობაში უწევდა ამ დასს ხელმძღვანელობას; 1923 წელს თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და ჯერ პროლეტკულტურის წითელ, ხოლო შემდეგ ნაძალადევის სახალხო თეატრებში მოღვაწეობდა მსახიობად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ოთარბეგი, საბა, სოლეიმანი, ბესო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ოტია, ჯოლია, ფაშა, ადამია, გიორგი (ვ. გუნიას "და-ძმა"), ციმბირელი, მაზუთიანი, ქლესოვი (ა. ცაგარელის "ციმბირიელი") და სხვა. ძირითადად სახასიათო როლების შემსრულებელი იყო. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.44; ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |