შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თომა ჩუბინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საზანო, ახლანდელი თერჯოლის რაიონი. 1901 წელს მანთაშევის ქარხანაში მუშაობდა და ბათუმის მუშათა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობდა. 1905-1907 წლების რევოლუციის დროს შეიარაღებული ბრძოლების ორგანიზატორი იყო შორაპნის მაზრაში, მონაწილეობდა თენგინის პოლკის ასეულის განიარაღებაში. რევოლუციის დამარცხების შემდეგ არალეგალურ მუშაობას განაგრძობდა ბათუმსა და ბაქოში. რევოლუციაში მონაწილეობისათვის არაერთხელ ყოფილა დაპატიმრებული. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ პარტიულ მუშაობას განაგრძობდა თბილისში. 1918 წელს აქტიურად მონაწილეობდა დუშეთის გლეხთა აჯანყებაში. მძიმედ დაჭრილი მენშევიკებმა ტყვედ ჩაიგდეს და ადგილზევე დახვრიტეს ყაზბეგის მახლობლად. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.165 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |