The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ჩუბინიძე

ლევან ჩუბინიძე
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1916
გარდაცვ. თარიღი:19 ოქტომბერი, 1943  (27 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ჟუკინი, კიევის ოლქი
კატეგორია:სამხედრო პირი, სახალხო გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი როდინოული, ახლანდელი ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა ბორჯომის სატყეო ტექნიკუმი 1936 წელს.

1937 წელს მოხალისედ წავიდა წითელ არმიაში და მოსკოვის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა. 1939-1940 წლებში მონაწილეობდა სსრკ - ფინეთის ომში. დიდი სამამულო ომის დროს 1941-1945 წლებში მდინარე დნეპრის გადალახვისას, ჩუბინიძის ბატალიონმა მოიგერია მოწინააღმდეგის 5 კონტრიერიში. უფროსი ლეიტენანტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.166; warheroes.ru

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1943-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საბჭოთა კავშირის გმირი

გააზიარე: