შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ყურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაკერალეში, ცაგერის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის მუშფაკი 1935 წელს. 1936-1938 წლებში სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1938-1948 წლებში იყო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. 1948 წელს მუშაობდა ქუთაისის რაიონული კულტურის სახლთან არსებულ დრამწრეში, ხოლო 1952 წელს ქუთაისის თოჯინების თეატრში მსახიობად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დავითი(გ. ნახუცრიშვილის და ბ. გამრეკელის "ლადო კეცხოველი"), დესპანი(ი. გედევანიშვილის "სინათლე"), ბეკინა(დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), ვაჭარი და ოფიცერი(ქ. ხაფავას "ურჩი გია"), დავითი(ი. ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი"), არტემა ვაჭარი(ო. თუმანიანის "გიქორი"), გულივერი(ჯ. სვიფტის "გულივერის მოგზაურობა"), ტყის მეფე(გ. კუხიანიძის "ბიჭები ეძებენ გაზაფხულს"), ჰერაკლე(ბ. ნარეკლიშვილის "ჰერაკლეს გმირობანი), მისტერ კუკი(თ. ჩხეიძის "თოჯინების აჯანყება") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.19-20; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.249 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |