The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იგორ ბალა

იგორ ბალა
Date of birth:18 May, 1918  (106 years)
Date of death:19??
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხერსონი.

1935 წელს შვიდწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ბათუმის პედაგოგიურ სასწავლებელში; 1937 წელს შევიდა თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრთან არსებულ თეატრალურ სასწავლებელში; 1941-1950წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქების დრამატულ თეატრებში მსახიობად (სტავროპოლი, არმავირი, კრასნოდარი, ერევანი, ვლადიმირი, სტალინსკი); 1950 წელს ჩაირიცხა თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის დასში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ბორისი, ნეზმანოვი, ჟადოვი (ა. ოსტროვსკის "ჭექა-ქუხილი", "უდანაშაულო დამნაშავენი", "შემოსავლიანი ადგილი"), მარიუსი (ს. რაძინსკის "განკიცხულნი"), კოჭლი მეწისქვილე (გ. ბერძენიშვილის "კოჭლი მეწისქვილე"), კასი (ი. რუბინშტეინის "დრამატული კომპოზიცია"), პუშჩინი (დ. დელის "ა. პუშკინი"), მეფე ერეკლე (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), შურა (ლ. მალიუგინის "ძველი მეგობრები"), ვანია (ვ. გუსევის "რიბაკოვის შვილი"); ინტენსიურად მუშაობდა კინოსტუდიებში, მონაწილეობას იღებდა კინოფილმების გადაღებასა და გახმოვანებაში, შექმნილი აქვს რამოდენიმე როლი და ეპიზოდური სახე, მათ შორის: მიხაილი ("ორი ოკეანის საიდუმლოება"), რაზმელი (ტრილოგია "კამო", "არმენფილმი"), მუშა გიორგი ("ქალაქი ადრე იღვიძებს"), პოლიცმეისტერი (ტელეფილმი "ბარათაშვილი") და სხვა. აგრძელებდა შემოქმედებით მუშაობას საქართველოს კინოსტუდიაში, თბილისის 133-ე სკოლაში ასწავლიდა ესთეტიკას და ხელმძღვანელობდა დრამატულ წრეს.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.48; ქართული ფილმოგრაფია: geocinema.ge

Awards and Honors

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: