შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა აფაქიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ტექნიკუმი 1937 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თატრალური ინსტიტუტი 1941 წელს. მოწაფეობის პერიოდში მონაწილეობდა მუშა-ახალგაზრდობის თატრში; 1641 წლიდან იყო კ. მარჯანიშვლის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: თამარი (გ. შატბერაშვილის "ფიქრობ გორა"), გულქანი (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ლალი (კ. კალაძის "ლალი"), მაყვალა (ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), ირინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), მაგდანა (ს. შანშიაშვილის "ახალი ფუძე"), ნინა (ბ. ქელბაქიანის "ჩვენი პირადი საქმე"), ნინო (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი") და სხვა; 1968 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში დამდგმელ-რეჟისორად. განახორციელა სატელევიზიო დადგმები: რ. ერისთავის "უჩინმაჩინი", ნ. ლორთქიფანიძის "თავსაფრიანი დედაკაცი", ა. არბუზოვის "ძველმოდური კომედია" და სხვა. არის რამდენიმე რადიო და სატელევიზიო გადაცემების ავტორი და რეჟისორ-დამდგმელი. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.57; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.75 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |