The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჩხოტუა

გიორგი ჩხოტუა
Date of birth:13 July, 1911
Date of death:1942  (at 30 years)
Category:Geologist, Scientist

Biography

1926 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე. 1928 წლის 1 ოქტომბერს უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტად გადაკეთდა. 1933 წელს გიორგი ჩხოტუამ აღნიშნული ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით დაამთავრა.

1933 წელს პირველმა გამოიკვლია აფხაზეთის (მდინარე კოდორის აუზი) ფუძე და ულტრაფუძე ქანები; საქართველოს სასარგებლო წიაღისეული (აზბესტი, ანდეზიტი, გრაფიტი, კვარციტი და სხვ). 1934 წელს 2 წლით ლენინგრადში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში სასწავლებლად მიავლინეს, სადაც სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, დ.ს. ბელიანკინის ხელმძღვანელობით კვალიფიკაციას იმაღლებდა. 1935 წელს თბილისში დაბრუნდა და მუშაობა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე გააგრძელა, შეთავსებით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ასისტენტად მუშაობდა. 1937 წელს დოცენტის თანამდებობაზე დაინიშნა. 1938 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "აფხაზეთში, მდინარე კოდორის სათავის ფუძე და ულტრაფუძე სამთო ქანების პეტროგრაფია". გეოლოგია-მინერალოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1938). 1930-იან წლებში გიორგი ჩხოტუა აფხაზეთში, კავკასიონის ქედზე, მდინარე კოდორისა და ბზიფის  სათავეებთან მუშაობდა. რაფიელ ჩხოტუას შვილი, ზურაბ მანუჩარის ძე ჩხოტუას შთამომავალი. აფხაზეთის უძველესი სამთო ქანების პეტროგრაფიის მკვლევარი, საქართველოს ტერიტორიის სისტემური პეტროგრაფიული კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წყაროქართული საბჭოთა ენციკლოპედია. 11.-თბ., 1987.-გვ. 179; აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Abkhazian aristocracy in exile / ნატო მარშანია.-თბ.,2020.-გვ.286-287

Bibliography


Share: