The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ანთელავა

მერაბ ანთელავა
დაბადების თარიღი:26 მაისი, 1932  (91 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1958 წელს ქალაქ ვორონეჟის სამშენებლო ობიექტზე; 1975-1977წწ. იყო ოჩამჩირისა და კინდღის მეფრინველეობის ფაბრიკის მშენებლობის მთავარი ინჟინერი; 1978 წელს დაინიშნა სამხატვრო ფონდის ქანდაკების კომბინატის დირექტორად; იყო საწარმოო გაერთიანება "საქტრანსგაზმრეწვის" სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი; პენსიაში გასვლამდე მუშაობდა "საქტრანსგაზმრეწვის" გენერალური დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად მონაწილეობდა თბილისის ზღვის დასახლებაში არსებული პანსიონატის, ბარნოვის, რიგის, ნაფარეულისა და კოოპერაციის ქუჩებზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ვაშლიჯვრისა და დიდი დიღმის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში, გაგრის მეფრინველეობის ფაბრიკის მოდერნიზაციაში, თბილისის (ვაკის პარკის), სენაკის და დიდგორის ომში დაღუპულთა მემორიალების, ასევე, დავით კლდიაშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლების აგებაში; "ქუთაისი-სოხუმის", "სამტრედია-ქობულეთის" (ფოთში განშტოებით) მაგისტრალური გაზსადენების და ბაკურიანის გაზსადენის მშენებლობაში, ბაკურიანისა და ზუგდიდის გაზიფიკაციაში, მაგისტრალური გაზსადენის წითელი ხიდის მონაკვეთზე შესრულებულ აღდგენით სამუშაოებში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.52


გააზიარე: