Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე კუპრაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. 1921 წლიდან დაიწყო თეატრალური მოღვაწეობა თბილისის პლეხანოვის სახელობის მუშათა კლუბთან არსებულ დრამატულ წრეში. 1925 წელს დაამთავრა რუსთაველის თეატრთან არსებული სტუდია და იმავე წელს ჩაირიცხა იმავე თეატრის დასის შემადგენლობაში, სადაც მუშაობდა 1948 წლამდე. 1949 წლიდან მოღვაწეობა გააგრძელა საქართველოს ფილარმონიაში. 1952 წლიდან ა. კუპრაშვილი ვ. აბაშიძის მუსიკალურ თეტრში გადავიდა, თუმცა იმავე წელს კვლავ რუსთაველის სახელობის თეატრს უბრუნდება. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სიმონიკა(ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), გერვასი, ბერდოსანი(შ. დადიანი "ნაპერწკლიდან", "გუშინდელნი"), ბათლომე(გრ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ"), ხუბუტია(ალ. მაშაშვილის "განგაში") და სხვ. ა. კუპრაშვილი გადაღებულია ფილმებში: "მანანა", "ზვიგენის კბილი", "კარდაკარ", "დიდოსტატის მარჯვენა", "წუთისოფელი", "ჩარირამა" და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.- გვ.14; Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |