Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიგლა არაბული![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯუთა, ყაზბეგის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1961 წელს. 1961-1967წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად; უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1971-1972წწ. საწარმოო კომბინატის დირექტორად; 1976-1977წწ. სამშენებლო სამმართველოს უფროსად; იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი, ტრესტის მთავარი ინჟინერი და მმართველი; 1968-1970წწ. ხელმძღვანელობდა ობიექტების მშენებლობას არაბთა ისლამურ და 1972-1976წწ. გვინეის დემოკრატიულ რესპუბლიკებში; 1995 წლიდან არის სს "ლომისის" გენერალური დირექტორი; მისი მონაწილეობით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტი აშენდა; მათ შორისაა: სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის უმსხვილესი ობიექტები (კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში), ახალი სამოსახლო უბნები სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.53; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.267 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |