The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ასიტაშვილი

Date of birth:29 March, 1909
Date of death:1983  (at 73 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის მე-16 საშუალო სკოლაში, ხოლო 1924-1927 წლებში-თბილისის საფაბრიკო-საქარხნო მოწაფეთა ცენტრალურ სასწავლებელში. 1927-1929 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში. 1929-1948 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი, 1948-1951 წლებში თბილისის სარეწაო კოოპერატივის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. 1951 წელს კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობია, სადაც პენსიაზე გასვლამდე იმუშავა. გიორგი ასიტაშვილი 30 წლის მანძილზე იყო სხვადასხვა კლუბებთან არსებული დრამატული წრეების ხელმძღვანელი და რეჟისორი(ნავთლუღის რკინიგზის, თბილისის მასწავლებელთა სახლის, ბორჯომის რკინიგზის კლუბების და სხვ.). 1933 წელს გიორგი ასიტაშვილი სანდრო ახმეტელმა მოსკოვში გაგზავნა ვოკალის შესასწავლად. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გიორგი ასიტაშვილის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გაბრიელ მოურავი, ივანოვი(ს. შანშიაშვილის "არსენა", "ანზორი"), ბესო(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ამირანი(გ. მდივანის "სამშობლო"), ნეზნამოვი(ა.ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ატამანი ლუბენკო(ა. კორნეიჩუკის "ბოგდან ხმელნიცკი"), მონტანო(უ. შექსპირის "ოტელო"), ზული(ჯ. პრისტალის "ინსპექტორი მოვიდა"), ბენ ხანანი(ა. გლებოვის "ზაგმუკი"), ჟუვი(ლ. სლავინის "ინტერვენცია") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.29

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: