შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალოდია წულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. თბილისის მე-15 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1933-1936წწ. სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა: 1928-1932წწ. ლანჩხუთის კლუბის გამგედ, 1933-1934წწ. ლანჩხუთის "სოიუზპეჩატის" რაიგანყოფილების გამგედ; 1936-1937წწ. იყო ლანჩხუთის, 1937-1938წწ. ზუგდიდის სახელმწიფო თეატრების მსახიობი; 1938-1945წწ. ლანჩხუთის თეატრის რეჟისორია; 1945-1947წწ. აბაშის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1947-1949წწ. ლანჩხუთის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1949 წლიდან დაინიშნა ლანჩხუთის კულტურის სახლის დირექტორად; თეატრში შესრულებული აქვს 200-მდე როლი. მათ შორის: სიმონა (ეგ ნინოშვილის "გურია"), პლატონ კრეჩეტი (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), გეგეჭკორი (შ. დადიანის "გეგეჭკორი), გოჩა (ალ. შანშიაშვილის "ლამარა"), პეტუ ავქ. ცაგარელის "ციმბირელი"), ბეგლარი (კ. კალაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ნიკიფორე (შ. დადიანის "გუშინდელნი") და სხვა. კინო როლები: ბესარიონი (პალიასტომი", 1963), ალექსი ("მიქელა", 1964), ხვიჩა ("მაცი ხვიტია", 1966), დეკანოზი ("ჩარი-რამა", 1972), ლუკაია ლაბახუა ("მთვარის მოტაცება", 1973) და სხვა. კინოსა და თეატრის მსახიობი. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.72; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/60621; http://www.geocinema.ge/ge/person.php?kod5=442 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |