შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ არდიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო-საინჟინრო ფაკულტეტი 1957 წელს. 1958-1970წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" სისტემაში, გაზმომარაგების სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1970-1973წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სპეციალიზებულ სამონტაჟო-სამშენებლო სამუშაოთა მთავარ სამმართველოში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების გამგის მოადგილედ; 1973-1977წწ. სამონტაჟო ტრესტ "საქსანტექმონტაჟის" მმართველის მოადგილედ; 1977-1999წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7ტრესტ "საქშახტმშენის" სამმართველო "საქშახტმონტაჟის" უფროსის მოადგილედ, ხოლო მისი კოლექტიურ საწარმო "საქშახტმონტაჟად" რეორგანიზების მერე დირექტორის მოადგილედ; მონაწილეობდა სასტუმრო "აჭარის", თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის, სამრეწველო და საცხოვრებელი დანიშნულების მრავალი ობიექტის სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.54
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |